გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის მთავარი თემა
ელექტრონული ფოსტა
საგანი / პედაგოგი
ისტ-/პაატა გაზაშვილი
სწავლების საფეხური / კლასი
VI კლასი
მოსწავლეთა პროფილი
18 მოსწავალე/ განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლე არ არის
გაკვეთილის აქტუალობა
·         მოსწავლე შესძლებს საკუთარი ელ.ფოსტის  შექმნას.
·         წერილების და ფაილების გაგზავნას და მიღებულის წაკითხვას
გაკვეთილის მიზანი და მისაღწევი შედეგები
ელ.ფოსტის გამოყენება ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ზრდას. მისი საშუალებით შესაძლებელია ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვება, მართვა, დამუშავება, შეფასება, ანალიზი და მასზე დაყრდნობით გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება;

ის ტექნ. VI.4. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალებების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისათვის და თანამშრომლობისათვის
შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           იყენებს საკომუნიკაციო საშუალებებს იდეების, ინფორმაციის და ციფრული მასალის გასავრცელებლად და მონაწილეობს ერთობლივ პროექტებში (მათ შორის ონლაინ პროექტებში) ციფრული მასალის შესაქმნელად;
·           იყენებს ისტ- ავტორებთან და ექსპერტებთან საკომუნიკაციოდ ციფრული ინფორმაციის მოსაძიებლად, ციფრული მასალის შესაქმნელად და მისი ხარისხის გასაუმჯობესებლად;
·           იცავს საკომუნიკაციო საშუალებების კორექტულად გამოყენების წესებს (მაგალითად: იცავს ქსელის უსაფრთხოების წესებს, პირადი ხასიათის ინფორმაციის ხელშეუხებლობის ნორმებს, ციფრული რესურსების მისაწვდომობის ნორმებს).

წინარე ცოდნა
მოსწავლეებმა იციან ინფორმაციის გადაგზავნის სხვადასხვა მეთოდები
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეები შეფასდებიან განმსაზღვრელი შეფასებით
გამოყენებული სასწავლო მასალა დატექნიკური რესურსები
ისტ-ის სახელმძღვანელო-ავტორი : ჯამასპიშვილი,
ტექნიკური რესურსი : კომპიუტერი, ინტერნეტი, პროექტორი

გაკვეთილის მსვლელობა დამენეჯმენტი        
მისალმება, კლასის ორგანიზება2 წთ .
შესწავლილი მასალის განმეორება --10 წთ
გაკვეთილის  ფაზა A _ გამოწვევა
აქტივობა 1 -- პრეზენტაციის ჩვენება - 10 წუთი
მოსწავლეებს ვაჩვენებ ელექტრონულ პრეზენტაციით ინფორმაციის გადაცემის  ძველ საშუალებებს
აქტივობა 2 -- კომპიუტერთან ვიწვევ ერთერთ მოსწავლეს და ჩემი დახმარებით ვქმნით ელ.ფოსტას - 10წთ
გაკვეთილის B ფაზა _ ცოდნის კონსტრუირება    
აქტივობა 3 -- შევქმნათ საკუთარი ელ.ფოსტა და გამოვიყენოთ პრაქტიკულად
პროექტორის საშუალებით მოსწავლეებს ვუტარებ ინსტრუქტაჟს, ვაძლევ დავალებას და ვეხმარები თითოეულ მოსწავლეს ინდივიდუალურად გამოიყენონ თანამდეროვე ელ. ფოსტა
გაკვეთილის   C   ფაზა _ რეფლექსია    
აქტივობა 4  - სავარჯიშოების შესრულება 10 წთ.
შეფასება-3წთ
შევაფასებ მოსწავლეთა დავალებებს, გამოვავლენთ საუკეთესოს. მივცემთ რჩევებს და კომენტარებს ყველა მოსწავლეს.

Комментариев нет:

Отправить комментарий